ახალი ამბები

მთავრობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე მუშაობს

8 ივლისი, 2016 • 1204
მთავრობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა დედათა და ბავშვთა ჯანდაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის ჩარჩო-დოკუმენტის საკითხზე სამუშაო შეხვედრა დღეს, 8 ივლისს შედგა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, რომელიც შეხვედრას დაესწრო, განაცხადა, რომ ეს არის საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის შემდეგაც  შეიმუშავენენ სტრატეგიას. ბერძულის თქმით, სტრატეგიის პრეზენტაცია სავარაუდოდ 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

მინისტრის მოადგილის თქმით, სტრატეგიასთან ერთად უნდა შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ წელზე (2017-19) გაიწერება. სამოქმედო გეგმაში ასახული იქნება კონკრეტულად ის მიდგომები და ჩარევები, რაც უნდა განხორციელდეს დედის, ახალშობილისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება სტრატეგიას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ის მრავალმხრივი და მრავალკომპონენტიანი იქნება. დედათა და ბავშვთა  და რეპოროდუქციული ჯანმრთელობა მოითხოვს მრავალსექტორულ მიდგომას.

სტრატეგია ყურადღებას მიაქცევს მოზარდების განათლების დონის ამაღლებას რეპოროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იმისათვის, რომ მივიღოთ ჯანმრთელი დედა და ჯანმრთელი ახალშობილი, აუცილებელია, გვყავდეს ჯანმრთელი მოზარდი, ამბობს ნინო ბერძული.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა უფრო ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდეგ პერიოდს, ახალშობილობისა და მოზარდობის პერიოდს.

ბერძულის თქმით, მთავარია, რომ შეიმუშაონ ინტეგრირებული მიდგმა, რომელიც შექმნის მომსახურების უწყვეტად მიღების სისტემას.

ასევე ყურადღება დაეთმობა მომსახურების ხარისხს მედპერსონალის ადამიანური რესეურსების გაძლიერების თვალსაზრისით.

სტრაგეტიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაში მთავრობას დახმარებას გაეროს მოსახლეობის ფონდი უწევს. ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის განვითარებაზე.

ლელა ბაქრაძის თქმით, სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის ხელმისწვდომობა, უთანასწორობის აღმოფხვრა, ყურადღება უნდა დაეთმოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებას, ოჯახის დაგეგმვის მოსახურებას, რომელთა შორის მოიაზრება ხარისხიანი ანტენატალური, სამეანო, მშობიარობის შემდგომი მომსახურება.

“სხვანაირად შეუძლებელია მიაღწიონ მიზანს, რაც არის დედების და ახლაშობილების სიკვდილიანობის თავიდან აცილება, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია”, – ამბობს ლელა ბაქრაძე.

ბაქრაძისთვის სასიხარულოა, რომ მთვარობამ გადაწყვიტა შეექმნა ხანგრძლივვადიანი სტრატეგია, რადგან აღნიშნული საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწვეტი მნიშვნელობის მქონეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი