ახალი ამბები

ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა [ვიდეო]

6 ივლისი, 2016 • 1992
ორსართულიანი მატარებელი  საქართველოში შემოვიდა [ვიდეო]

საქართველოს რკინიგზის მიერ 2016 წელს შეძენილი  Stadler Kiss-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა. შესაბამისი ვიდეო ფეისბუკზე თემურ სილაგაძემ გამოაქვეყნა.

 

„საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ  მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში.

მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით  სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება.  საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი