ახალი ამბები

არჩილ ხაბაძე გადადგა

6 ივლისი, 2016 • 1896
არჩილ ხაბაძე გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა.

„ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხდებული ნდობისათვის. წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ სწრაფად დატოვა დარბაზი და არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შედეგად აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს.

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი წელი და 8 თვე იმუშავა. მანამდე იგი “ქართუ ბანკის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.

ამავე თემაზე:
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი