ახალი ამბები

Sbnation: ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში გადადის

5 ივლისი, 2016 • 2198
Sbnation: ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში გადადის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტ ვარიორსთან შეთანხმებას მიაღწია და ერთი წლის განმავლობაში ამ კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას sbnation ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაჩულია, რომელიც გოლდენ სტეიტში დალასიდან გადადის, ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2.9 მილიონს დოლარს მიიღებს.

გოლდენ სტეტის ვარიორსი მიმდინარე წლის NBA-ის გათამაშების ფინალისტი და წინა სეზონის გამარჯვებულია. მას შემდეგ, რაც წელს გოლდენ სტეიტმა სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი დაიმატა, ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. რაც შეეხება უშალოდ ზაზა ფაჩულიას პოზიციას, გოლდენ სტეიტის ძირითადი ცენტრი, ბოგუტი გუნდიდან წავიდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბს ტოვებს რიგით #2 ცენტრი, ფესტუს ეზელიც. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ვარიორსს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მხოლოდ ორი მოთამაშე: ზაზა ფაჩულია და ანდერსონ ვარეჟაო ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაჩულიას სათამაშო დრო გოლდენშიც ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი