ახალი ამბები

რეჟისორი აბას ქიაროსთამი 76 წლის ასაკში დაიღუპა

5 ივლისი, 2016 • 1591
რეჟისორი აბას ქიაროსთამი 76 წლის ასაკში დაიღუპა

ცნობილი ირანელი რეჟისორი აბას ქიაროსთამი, კანის კინოფესტივალის 1997 წლის ლაურეტი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The Guardian-ის ცნობით, ქიაროსთამი საფრანგეთში ვიზიტის დროს გარდაიცვალა. რეჟისორს 2016 წლის მარტში კუჭის კიბო დაუდგინეს. მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.

აბას ქიაროსთამი 1940 წელს თეირანში დაიბადა. იგი თეირანის უნივერსიტეტში სწავლობდა მხატვრობას, რის შემდეგაც მუშაობდა გრაფიკული დიზაინიის სპეციალისტად და იღებდა რეკლამებს ირანული ტელევიზიებისთვის.

რეჟისორმა 1969 წლიდან დაიწყო საკუთარი ფილმების გადაღება, რომლებიც ძირითადად ბავშვების პრობლემებს შეეხებოდა.  ქიაროსთამი ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგაც დარჩა და ქმნიდა ფილმებს.

მან გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის დოკუმენტური ფილმები. 1997 წელს მისმა ფილმმა “ალუბლის გემო” კანის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი