ახალი ამბები

15 პოლიტიკურ ძალას ივნისში 2 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

4 ივლისი, 2016 • 1447
15 პოლიტიკურ ძალას ივნისში 2 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

ივნისის თვეში პოლიტიკური გაერთიანებებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო- 1 028 420 ლარი, მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის [741 942], ხოლო მესამეზე პატრიოტთა ალიანსი – 174 930. ზემოხსენებული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვყენა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ ძალას ივნისში 111 442.5 ლარი შესწირეს, ენმ-ს – 81200 ლარი,  ახალ პოლიტიკურ ცენტრს [გირჩი]- 38 003.6 ლარი. 

Screen Shot 2016-07-04 at 6.11.21 PM

სულ, ჯამში, ივნისის თვეში პოლიტიკურ სუბიექტებს 2 204 085 ლარი აქვთ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი