ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკურორტო სეზონი და პლაჟები სოხუმში [ფოტო, ვიდეო]

30 ივნისი, 2016 • 5275
საკურორტო სეზონი და პლაჟები სოხუმში [ფოტო, ვიდეო]

ივლისამდე აფხაზეთში, როგორც წესი, საკურორტო სეზონი პიკს ჯერ კიდევ არ აღწევს. ზღვა ჯერ საკმაოდ გრილია, თუმცა რუსეთიდან, განსაკუთრებით კი ციმბირიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ეს დისკომფორტს არ ქმნის. ტურისტებისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი მომსახურება და დასასვენებელი პირობებია. 

“ძალიან ლამაზი ბუნება და სუფთა ზღვა გაქვთ. აქ ძალიან მაგარია. პირველად ჩამოვედით აქ და არ გვინანია. აქამდე ბევრჯერ ვყოფილვართ ყირიმში, სხვადასხვა ადგილას, მონტენეგროში, ანაპაში. აქაური ბუნება ჰგავს მონტენეგროს ბუნებას. რაც შეეხება პლაჟების დატვირთვას, აქ ბევრად ნაკლები დამსვენებელია. მეტი სივრცეა და ეს ძალიან მოგვწონს. აი, სერვისთან დაკავშირებით კი, პრობლემაა”, – ამბობს დამსვენებელი მოსკოვიდან.

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

“შარშან გაგრაში ვიყავით. წელს აქ ჩამოვედით, მაინც დედაქალაქია. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, ის არის, რომ ყველაფერი დანგრეულია. აქ კიდევ ბევრი კაპიტალდაბანდებაა საჭირო, რომ ყველაფერი აღადგინო და, როგორც იტყვიან, თავის კჭუაზე მოიყვანო”, – ამბობს დამსვენებელი რუსეთიდან.

პლაჟზე დაყრილი ნაგავი, კრისტალურად სუფთა წყლის მიუხედავად, ზოგად შთაბეჭდილებას აფუჭებს. გამწმენდი აღჭურვილობა სოფელ ქვემო ეშერაში უკვე ჩაეშვა და ახლა კანალიზაცია ძველებურად აღარ იღვრება ზღვაში. მსხვილი საწარმოები კი, რომელთაც სანაპირო წყლების ეკოლოგიის გაფუჭება შეუძლია, სოხუმში ჯერაც არ გახსნილა. სწორედ ამ სუფთა ზღვის გამო მოდიან ტურისტები აფხაზეთში და უარს ამბობენ უფრო თავაზიან და მრავალფეროვან მომსახურებაზე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში.

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

“გადასარევი ბუნებაა აფხაზეთში. ყველაფერი ლამაზია- ზღვა, მთები, ტენიანობა, რომელიც ჩვენ ასე გვაკლია. აი, სერვისისა და პირობების კუთხით მეტ განვითარებას ვისურვებდით. თავისუფალი დროის გასატარებლად ქალაქში ძალიან ცოტა ადგილია. ორი კვირა ვისვენებდით სოჭში. ამ სიმშვიდისთვის ჩამოვედით. დავიღალეთ სოჭის ხმაურისგან და მტვრისგან. კიდევ ჩამოვალთ აფხაზეთში. მაგრამ იმ იმედით, რომ აქ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ტურისტების სურვილები გათვალისწინებული იქნება”, – ამბობს კატია, დამსვენებელი ბაშკირეთიდან.

ქალაქის პლაჟზე ასე თუ ისე რაღაც პირობები არსებობს: გამოსაცვლელი კაბინები, საშხაპეები, კარვები გამაგრილებელი სასმელებით, ნაყინით, ასევე, ექსკურსიების შემთავაზებელი ტურისტული ბიუროების მრავალრიცხოვანი მაგიდები. მათი ასორტიმენტი, სხვათა შორის, წელს საგრძნობლად გაფართოვდა. მაგრამ პლაჟზე დასვენება მაინც ყველაზე პოპულარულია სოხუმში. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ დამსვენებელთა მხრიდან და არა ქალაქის მმართველობის. ქალაქის პლაჟების სანიტარულ მდგომარეობას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა. ველურ პლაჟებზე ტურისტებს თავად უწევთ მოწესრიგება. ისინი მზად არიან შეაგროვონ ნაგავი, სანამ გასარუჯად დაწვებიან, ისევ და ისევ სუფთა წყლისა და არამრავალრიცხოვანი დატვირთვის გამო, რომელიც ჯერ კიდევ ბევრია არატურისტულ ადგილებში.

“ეს პლაჟი არ მოგვწონს. გუშინ ვიყავით ქალაქის პლაჟზე, იქ უფრო ცივილური გარემოა. არის შეზლონგები, მეტი გართობა, ბავშვმა “ბანანებზე” იკატავა, და სისუფთავეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან, როდესაც ოჩამჩირეში ვისვენებდით, ნაკლები ინფრასტრუქტურაა, მეტი ნაგავია. სოხუმი უფრო ცივილურია.  მაგრამ “ახალ რაიონში” ვცხოვრობთ და ისიც კი ჯერჯერობით დანგრეულია. ვისურვებდით, მეტი ახალაშენებული ობიექტი იყოს. ჩვენ სხვა რამეს ვართ შეჩვეული. ეგვიპტეში, თურქეთსა და იტალიაში, სადაც აქამდე ვისვენებდით, დასვენება მეტად ცივილიზებულია. მაგრამ აფხაზეთში დასვენებას თავისი დადებითი აქვს და ეს ამ  ველურობასა და თავისუფლებაში გამოიხატება. და რაც ყველაზე მეტად გახარებს, ეს არის ენის ბარიერის არარსებობდა. რაზეც გინდა, იმაზე დაელაპარაკები ადგილობრივებს. ვალუტის შეცვლაც არ გინდა. გასაგები და სასიამოვნო ფასები არ არის ის, რის გამოც ჩამოვედით, მაგრამ განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა დასვენების ადგილის შერჩევისას”, – ამბობს მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი ლილია.

ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში აფხაზეთის პლაჟებზე ირუჯებიან და ბანაობენ ძირითადად ტურისტები, ადგილობრივების ნახვა აქ რთულია. თუმცა არის სოხუმში პლაჟი, სადაც ძირითადად სოხუმელები დადიან. ეს არის პლაჟი “ვოლნა”. ის უკვე მეორე წელია მუშაობს. ამ პლაჟზე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა გოგონა ნასტა აგრბამ აიღო საკუთარ თავზე. პლაჟის ნაწილი მის ოჯახს ეკუთვნის, ნაწილი თავად აქვს აღებული იჯარით. მისი ერთადერთი მიზანი იყო სივრცის მოწყობა ქალაქში, სადაც შეიძლება სხვადასხვანაირად დასვენება. ერთ პლაჟზე კაფე, კინოთეატრი, საკონცერტო დარბაზი, სპორტული მოედანი და პლიაჟი მოაწყო.

ვფიქრობ, პლაჟი არ არის მხოლოდ ბანაობა, შეზლონგი და გარუჯვა. ეს არის სპორტი, მუსიკა, ცეკვები ქვიშაზე, კინოჩვენება. ადამიანები აქ დასასვენებლად, სასაუბროდ, კულტურისა და სპორტისთვისაც მოდიან. რაც შეეხება წესრიგს, ჩვენ გვყავს დამლაგებლები, ქოლგებსაც ვთავაზობთ კლიენტებს. მართალია, ჯერ ყველაფერი ვერ მოვასწარით, მაგრამ ვგეგმავთ ხელის დასაბანი ნიჟარების, საშხაპეების შეთავაზებას. ჯერ ვერ მოვასწარით ტივტივების მოწყობა. კარგი იქნებოდა, რომ ყველა პლაჟზე მოეწყოს ისინი. ვფიქრობ, ქალაქის მმართველობამ უნდა გააკეთოს ეს, მათ შორის ჩვენს პლაჟზე “,  – ამბობს ნასტა.

აფხაზეთში ნამდვილი პლაჟის სეზონი შუა ზაფხულიდან იწყება და შემოდგომის შუამდე გრძელდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ წელს აფხაზეთს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი ეწვევა. მსოფლიო კრიზისის წყალობით აფხაზეთს რაღაცაში მაინც გაუმართლებს.

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

 

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

სოხუმი პლაჟი; მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. 2016

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი