ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების მეორე დღეს პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

2 ივლისი, 2016 • 1230
ეროვნული გამოცდების მეორე დღეს პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე საგამოცდო დღე კვლავ საქართული ენისა და ლიტერატიურის გამოცდით დაიწყო.

დღესაც აბიტურიენტები ორ ნაკადად ჩააბარებენ გამოცდას. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული იყო 9300-მდე აბიტურიენტი, რომელთა 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე.

მეორე სეციაზე დაიწყება 15 საათზე, ხოლო მანამდე აბიტურიენტები რეგისტრაციას გაივლიან, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები ელექტრონულად დაწერენ ტესტს, ხოლო თემას და პასუხებს ისევ ფურცელზე შეავსებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებულია 38 500 აბიტურიენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ასევე ატარებს სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, სადაც 4 000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება 12 500-ზე მეტ კანდიდატს სურს, ხოლო პედაგოგთა საგნობრივი გამოცდაზე 22 700 -ზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი