ახალი ამბები

რუსთავის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2 ივლისი, 2016 • 1061
რუსთავის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით რუსთავის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული, კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, გრიგორ კამკამიძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი