ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ექსპრესბანკის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2 ივლისი, 2016 • 1685
შსს-ს ცნობით, ექსპრესბანკის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებული დ გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დ.გ. თბილისში დააკავეს, ხოლო ექსპრეს ბანკიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი