ახალი ამბები

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

1 ივლისი, 2016 • 3255
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 1 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 5% არ გამოცხადდა გამოცდებზე, ხოლო 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს 21 საგამოდო ცენტრში 9 საათზე დაიწყო. მანამდე, ერთი სათით ადრე, აბიტურიენტებმა რეგისტრაცია გაიარეს, რომელიც 8 საათზე დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, პირველ ნაკადზე დარეგისტრირებული იყო 9 300 აბიტურიენტი. დღესვე მეორე ნაკადი ჩააბარებს გამოცდას, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ცნობით, არის დაგვიანების შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ცენტრი აერიათ აბიტურიენტებს და მისთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში დროულად ვერ გამოცხადდნენ და ამის გამო არ დაუშვეს გამოცდაზე, ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა არის 5.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები ელექტრონულად დაწერენ ტესტს, ხოლო თემას და პასუხებს ისევ ფურცელზე შეავსებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებულია 38 500 აბიტურიენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ასევე ატარებს სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, სადაც 4 000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება 12 500-ზე მეტ კანდიდატს სურს, ხოლო პედაგოგთა საგნობრივი გამოცდაზე 22 700 -ზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი