ახალი ამბები

გერმანიის პრეზიდენტი: თუკი ქართველი ხალხი ევროპას ანიჭებს უპირატესობას, ეს ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის

30 ივნისი, 2016 • 1387
გერმანიის პრეზიდენტი: თუკი ქართველი ხალხი ევროპას ანიჭებს უპირატესობას, ეს ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნის

“შეიძლება თუ არა, რომ შორეული კავკასიის ქვეყანა [საქართველო] გაერთიანდეს ევროპაში? ეს ევროპისთვის მართლაც შორი ხომ არ არის? ევროკავშირს ძალიან ხომ არ დატვირთავდა, თუკი ის გეოგრაფიულად ასე შორს წავიდოდა”? – გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ამ შეკითხვებს გერმანიის გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, იოაჰიმ გაუკმა, ასე უპასუხა:

“ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, უნდა განვსაზღვროთ ჩარჩო, საიდანაც შეიძლებოდა პასუხი გამეცა. ჩემი რეფერენციული ჩარჩო არის მოსახლეობა და მისი სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ შემთხვევაში, სტრატეგიული ან გეოსტრატეგიული არგუმენტების ნაცვლად, მე ბევრად უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი მოსახლეობის ინტერესს, როგორც მისი ავტონომიურობის გამოხატულებას.

თუკი ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ევროპას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ ჩემთვის უადგილო იქნებოდა მეთქვა, რომ ეს ჩვენ პრობლემას შეგვიქმნიდა და ამიტომაც თქვენი სურვილი არ არის საინტერესო”.

იოაჰიმ გაუკმა კვიპროსის მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ ევროკავშირის განვრცობასთან დაკავშირებით პრობლემები ადრეც იყო: “მგონი, ამან ჩვენ არ უნდა შეგავშინოს იმ შემთხვვაში, თუკი ვინმე, ისევე, როგორც მე, ხალხთა თვითგამორკვევის მომხრეა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი