ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

30 ივნისი, 2016 • 1681
თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების  ყოფილი  თანამშრომელი, დავით გ. თაღლითობის ფაქტზე დააკავა.

” ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ქალაქ თბილისში მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტაღლითობას და სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი