ახალი ამბები

ანონსი – 30 ივნისი

29 ივნისი, 2016 • 1145
ანონსი – 30 ივნისი

გთავაზობთ 30 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09.00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.

11:00 – “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30 – “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი“ ვახტანგ მაჭავარიანი და ა(ა)იპ „ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის” წევრები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით; ვეტერანთა შესახებ კანონის მოდერნიზაცია; მოთხოვნა, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოწვევა და ჩატარდეს უწყების საქმიანობის შემოწმება, გამოკვლეული იქნას გაწეული ხარჯების მართლზომიერება.

12:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციულ საჩივარს წარადგენს.

12:00 –  მედიის წარმომადგენლებისათვის საგამოცდო სესიის პროცედურების სრული დემონსტრირება მოეწყობა. მედიის წარმომადგენლებს ამ  პროცედურებს მაია მიმინოშვილი გააცნობს. მისამართი: N175 საჯარო სკოლა (მუხიანის III მ/რ).

12:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მთავრობასა
და OECD-ის დელეგაციას შორის;

12:00 – “თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებს წარადგენს.

12:00 –  “პირველის პრესკლუბში” “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, პირველი ადგილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო; პირველი ადგილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობის გამო; საქართველო ტრანსპორტის პოლიტიკის გარეშე.

12:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს ლელა  გულედანი, დევნილთა პარტიის თავმჯდომარე. 

12:30 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს, თემაზე: რა უშლის ხელს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას 2016 წლიდან, რა გეგმა აქვს პოლიტიკურ პარტიებს გარემოს უსაფრთხოებაზე, რა პრევენციებს ითვალისწინებს სახელმწიფო? მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.

13:00– ცესკოს განახლებული ვებ-გვერდის და ინოვაციური სერვისების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარადგენს.
13:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თემის ლიდერებსა და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: ახალქალაქი, ლადო კეთხოველი ქუჩა N1.

14:00 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნულიკინოცენტრის დირექტორი ურა მაღალაშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დოკუმენტური ფილმების კინოსტუდია მემატიანეს“,  კინოსტუდია ქართული ფილმის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საცავებს ესტუმრებიან.

14:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს როინ დიასამიძე,  მერაბ კოსტავას საზოგადოების აჭარის რაიონთაშორისი კომიტეტის თავმჯდომარე

20:00 – ახალციხელობის დღესასწაულზე, „Check in Georgia”–ს ფარგლებში რაბათის ციხის ტერიტორიაზე  გაიმართება ანსამბლ „შვიდკაცას“, სოფო და ბორის ბედიების, თემურ ყვითელაშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი