ახალი ამბები

სტამბულის აეროპორტში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების ფოტოები

29 ივნისი, 2016 • 2002
სტამბულის აეროპორტში სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების ფოტოები

თურქული გამოცემა hurriyet სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების ფოტოებს აქვეყნებს. ერთ–ერთ ფოტოზე მამაკაცი, რომელსაც ზამთრის ქურთუკი აცვია, აეროპორტის გარე პერიმეტრზეა გადაღებული სათვალთვალო კამერის მიერ.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მოხდა ფეხსაცმლით, ხოლო გვამი მიტანილი იქნა საავადმყოფოში სხვა დაჭრილებთან ერთად.

მეორე სავარუდო ტერორისტი აეროპორტში სათვალთვალო კამერებმა მაშინ დააფიქსირა, როცა მას ხელში იარაღი ეჭირა.

სავარაუდო ტერორისტი იარაღით ხელში სტამბულის აეროპორტში, ფოტო: hurriyet

სავარაუდო ტერორისტი იარაღით ხელში სტამბულის აეროპორტში, ფოტო: hurriyet

გუშინ ღამით თურქეთში, სტამბულის ათა თურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული ადამიანი დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” მიერაა ორგანიზებული, თუმცა აღნიშნულ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ ამ აქტზე არ აუღია პასუხისმგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი