ახალი ამბები

ირანის პასუხი აშშ–ისა და ევროკავშირის სანქციებს

7 თებერვალი, 2012 • 1202
ირანის პასუხი აშშ–ისა და ევროკავშირის სანქციებს

როიტერის ინფორმაციით, ირანმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თეირანის ცენტრალური ბანკის მიმართ. ამიერიდან ამერიკულ ბანკებს ირანული მთავრობის აქტივების გაყინვის უფლებამოსილება მიენიჭათ. ირანის მთავრობის განცხადებით, ამას არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ირანელი პარლამენტარების განცხადებით, მათ შესაძლოა დააჩქარონ კანონპროექტის მიღება  ევროკავშირში ირანული ნავთობის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება იმავე საკითხთან დაკავშირებით ძალაში შევა.

ამერიკის შეერთებული შტატების სანქცია, ბრძანება  ბარაკ ობამას ხელმოწერით,  უკიდურესი ზომაა თეირანის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ და გულისხმობს თეირანისთვის არსებულ სანქციებში  “გასაძრომების” დახურვას.

იარანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სპიკერის მეჰმანპარასტის განცხადებით, ამგვარი სანქციები ჩავარდნისთვისაა განწირული:

“ ეს ფსიქოლოგიური ომია, რომელსაც არავითარი ზეგავლენა არ აქვს, ეს უკვე 30 წელია მიმდინარეობს და ამაში ახალი არაფერია”.

დასავლეთთან დაძაბულობამ გასულ თვეს იმატა, როდესაც ვაშინგტონმა და ევროკავშირმა მიზნად დაისახა, ეჭვქვეშ დააყენოს ოპეკის ნომერ მეორე  ნავთობის ექსპორტიორის შესაძლებლობა, გაყიდოს ნედლი ნავთობი, რაც თეირანისთვის ბირთვული სამუშაოების თავისუფლად მართვის საშუალებას ნიშნავს.  დასავლეთის აზრით, ეს ატომური იარაღის დამზადებას გულისხმობს.

ირანის განცხადებით, ევროკავშირის სანქციას, რომელიც ნავთობის ექსპორტის აკრძალვას ეხება, ირანიც სანქციებით უპასუხებს. თუმცა საპარლამენტო დებატები, რომელიც 30 იანვარს შედგა, ევროკავშირითან ვაჭრობის შეჩერებას ეხებოდა  და ეს პროცესი გადაიდო.

ობამას ნაბიჯმა ირანელი პარლამენტარების პროვოცირება გამოიწვია, რომელთაც სამშაბათს განაცხადეს, რომ ასამბლეა მზად არის, დააჩქაროს კანონპროექტის მიღება, დაავალდებულოს მთავრობა, აკრძალოს ნავთობის ექსპორტი ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში, მაშინ, როცა აკრძალვა ეტაპობრივად, 2012 წლის ივლისისთვის უნდა მომხდარიყო.

” ევროპის ქვეყნების საპასუხოდ, რომლებიც ირანული ნავთობის მიღებას კრძალავენ, ჩვენ მზად ვართ, ავკრძალოთ ნავთობის ექსპორტი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში” – განაცხადა დეპუტატმა, მოჰამედ ქარიმი–ქოდუსიმ.

“კანონპროექტი თითქმის დასრულებულია. იგი მთავრობას ავალდებულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობის ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში. კანონპროექტი ასევე კრძალავს ნებისმიერ იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან” –განაცხადა დეპუტატმა ფარვიზ სარვარიმ და აღნიშნა, რომ დეპუტატების უმრავლესობამ კანონპროექტის მიღებას  მხარდაჭერა გამოუცხადა.

თარიღი ხმის მიცემის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მეჰმანპარასტის  განცხადებით, ისინი არ აპირებენ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, შეცვალონ თავიანთი ატომური პოლიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ ატომურ ტექნოლოგიებს ირანი არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად, არამედ ელექტოენერგიის გენერირებისთის ავითარებს.

“სანქციები ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს ატომურ კურსზე და დასავლეთი ვერ მიაღწეს თავის მიზნებს”– აღნიშნა მეჰმანპარასტმა– “ჩვენი ისტორია აჩვენებს, რომ ყოვლად არალოგიკურმა სანქციებმა ჩვენი ქვეყნის პროგრესი დააჩქარა”.

კონგრესისადმი მიწერილ წერილში ობამა ამბობს, რომ ირანული ბანკები გადარიცხვებს მალავდნენ, რადგან შეემცირებინათ  ფინანსური სანქციები, რომლებიც აშშ–მა და სხვა ძალებმა ირანის ატომური ენერგიის პროგრამის საპასუხოდ დააწესეს.

ადრე აშშ-ის ბანკები ვალდებული იყვნენ, უარი ეთქვათ, ნაცვლად ირანის გადარიცხვების დაბლოკვის ან გაყინვისა. ობამას აღმასრულებელი ბრძანება ამერიკული ინსტიტუციებისგან მოითხოვს ირანული სახელმწიფო ქონების ჩამორთმევას,  იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ უკან დააბრუნონ.

ირანული აქტივების მთლიანი ღირებულება, რომელზეც აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს, არ არის ცნობილი, თუმცა, მეჰმანპარასტის განცხადებით, ირანს არ გაჩნია ფინანსური ტრანზაქციები ამერიკასთან.

მეჰმანპარასტი აღნიშნავს, რომ  ირანი მალე გაუგზავნის წერილს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კეტრინ ეშტონს,  მთავარ ძალებთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით:

“ირანი ყოველთის მიესალმება ნაყოფიერ და კონსტრუქციულ დიალოგს, თუმცა  ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ბირთვული უფლება არ არის  სავაჭრო საგანი”

ბოლო მოლაპარაკებები იმის გამო ჩაიშალა, რომ ირანმა უარი თქვა, შეეჩერებინა ურანით გამდიდრების სამუშაოები, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

ვაშინგტონი და ისრაელი არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციებს იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ბირთვულ საკითხებზე დიპლომატია არ გაჭრის.

ირანმა გააფრთხილა “მტკივნეული პასუხების” შესახებ, რომ იგი დაარტყამდა ისრაელის და ამერიკის ბაზებს Gulf –ის ყურეში, ასევე, გადაკეტავდა ნავთობის გადამზიდ გზას ამავე ყურეში, ჰორმუზის სრუტის საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი