ახალი ამბები

თურქეთის ელჩი: ტერაქტი, სავარაუდოდ, “ისლამურმა სახელმწიფომ” მოაწყო

29 ივნისი, 2016 • 1578
თურქეთის ელჩი: ტერაქტი, სავარაუდოდ, “ისლამურმა სახელმწიფომ” მოაწყო

თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სტამბულში, ათათურქის აეროპოტში მომხდარი ტერორისტული აქტის სავარაუდო ორგანიზატორად ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” მოიაზრებს.

ელჩის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობას ამ დრომდე ოფიციალურად არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

“კონკრეტულს ალბათ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს შემზარავი აქტი ისლამურმა სახელმწიფომ ან ბარბაროსულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ განახორციელა. სამწუხაროდ, ისინი სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს დღემდე აკონტროლებენ,” – განაცხადა ელჩმა.

ოფიციალური პირების ცნობით, სტამბულის ათათურქის აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 36 და დაშავებულია 147 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი