ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირმა აზერბაიჯანს რეგიონების განვითარებისთვის 7,2 მილიონი ევრო გამოუყო

28 ივნისი, 2016 • 1600
ევროკავშირმა აზერბაიჯანს რეგიონების განვითარებისთვის 7,2 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა აზერბაიჯანს რეგიონებისა და სოფლის განვითარებისთვის 7,2 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხით, აზერბაიჯანმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის სანიტარული კონტროლი უნდა გააუმჯობესოს და პროდუქციის ხარისხი გაზარდოს.

ინფორმაციას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდობით აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

“რეფორმები გატარდება კვების უვნებლობის, საკვები პროდუქციის უსაფრთხოებისა და ფიტოსანიტარული კონტროლის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი