ახალი ამბები

დოლარის მიმართ ლარი კვლავ გაუფასურდა

28 ივნისი, 2016 • 1076
დოლარის მიმართ ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 29 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2.3709 ლარი ღირს, რაც 28 ივნისისთვის დადგენილ კურსს 0.0273 ერთეულით აღემატება.

ლარი 4 თეთრზე მეტით გაუფასურდა ევროს მიმართაც – 1 ევრო 2.6289 ლარი ღირს, რაც 28 ივნისისთვის დადგენილ კურსს 0.0439 ერთეულით აღემატება.

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი საშუალოდ 1,4 ლარამდე ღირს. საქართველსო ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 2.41 ლარია, თიბისი ბანკში – 2.3950 ლარი, პროკრედიტ ბანკში – 2.3750 ლარი, ლიბერთი ბანკში – 2.3700 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი