ახალი ამბები

პარლამენტის ვებგვერდი გათიშულია

6 თებერვალი, 2012 • • 1020
პარლამენტის ვებგვერდი გათიშულია

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი parliament.ge უკვე მეორე დღეა გათიშულია. ამის მიზეზად საკანონმდებლო ორგანოში ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ.

როგორც ”ნეტგაზეთს” პარლამენტში განუცხადეს, ვებგვერდს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მის აღდგენაზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ, თუმცა ჯერ არ იციან, როდის აღდგება მისი სრულყოფილი მუშაობა. საკანონმდებლ ორგანოში ასევე არ აკონკრეტებენ, პრობლემები ჰაკერულმა თავდასხმამ გამოიწვია თუ არა. ამის გასარკვევად პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართეს, თუმცა მათთან დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი