ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: აფხაზეთი უარს აცხადებს დევნილთა საკითხების ჟენევაში განხილვაზე

28 ივნისი, 2016 • 1394
ჩირიკბა: აფხაზეთი უარს აცხადებს დევნილთა საკითხების ჟენევაში განხილვაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიჩესლავ ჩირიკბამ დღეს, 28 ივნისს ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმის გამო, საქართველო დევნილთა საკითხს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აყენებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჟენევაში ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

“გარდა ამისა, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ აშშ-ს იმისთვის, რომ საშუალება მოგვცენ ამარიკის ვიზები მივიღოთ, რათა აფხაზეთის დელეგაცია ნიუ-იორკში ჩავიდეს კენჭისყრაზე და დევნილების საკითხზე შეფასება გააკეთოს, თუმცა ვიზებზე უარს გვეუბნებიან.

საქართველო უკვე მეორედ წარადგენს დევნილების დაბრუნებაზე რეზოლუციას გენერალური ასამბლეის სასამართლოში. საქართველოსთვის ეს უკვე სპორტულ ღონისძიებად იქცა, თუ რამდენი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას”.

ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებმა დევნილთა საკითხების განხილვის დროს შეხვედრა ტრადიციულად დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი