ახალი ამბები

ანონსი: 28 ივნისი

28 ივნისი, 2016 • 1412
ანონსი: 28 ივნისი

09:00 სასტუმროში ”რედისონი” საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებები“ გაიმართება.
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი – 599 17 00 13

10:00 თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამდღიან კონფერენციას გახსნის.
გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადასთან 09:30 საათზე უნდა მივიდნენ
საკონტაქტო პირი გიორგი თუხარელი – 595262526; 577393007

11:00 თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების #2

11:30 „2030“-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული ვალუტა.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 სასტუმროში ”Holiday Inn” მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით – „თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

11:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: თავდაცვის მინისტრმა ყოფილ მოადგილეს, ანა დოლიძეს ქონება გადასცა.

11:30 “პირველის პრესკლუბში” „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე – 595 03 77 22

12:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თემურ ჭკუასელი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

12:00 „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წერილი მიხეილ მესხისა და სლავა მეტერეველის ხსოვნასთან მიძღვნილი ტურნირის შესახებ.

12:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიში – “საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან”.
თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (c კორპუსი, III სართული

12:00 საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: “საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაცია”.

12:00 ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ადვოკატი, უფლებადამცველი, გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმებით კანონი დაარღვია.

12:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 “თავისუფალი დემოკრატები” რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამპანიას “თავისუფლება ჯარისკაცებს” დაიწყებს. კამპანიას პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ირაკლი ალასანიაც შეუერთდება.

12:30 “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე – 595 03 77 22

13:00 სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ ეკონომიკის, დასაქმების, სოციალური დაცვისა და განათლების მიმართულებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: გიორგი პატარაია – 593323666, გიორგი ქართველიშვილი – 551888468

15:00 თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემი დაესწრებიან.
მის: დანიელ ჭონქაძის ქ. N20
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ადგილზე უნდა იყვნენ 14:00 საათზე.
საკონტაქტო პირი ირაკლი გურგენიძე – 577 19 88 66

15:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (c კორპუსი, V სართული)

16:15 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის აუდიტის ქვეკომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან, ფინანსთა სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან.
თბილისი, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

მასალების გადაბეჭდვის წესი