26786

კარასინი: 8 ოქტომბერი ისეთი სენსაციური ვერ იქნება, როგორც ბრიტანეთის რეფერენდუმი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საზოგადოებრივი მაუწყებელთან საუბარში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს სტაბილურ განვითარებას ელის და არჩევნების ნებისმიერი შედეგებისათვის მზად არის.

“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო იქნება. იმედი მაქვს, რომ უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური, კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, რომ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითარებთ ურთიერთობებს ყველა მიმართულებით,” – აცხადებს კარასინი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი