ახალი ამბები

სამინისტროს ცნობით, თერგს კალაპოტში სავარაუდოდ 28 ივნისს დააბრუნებენ

27 ივნისი, 2016 • 1309
სამინისტროს ცნობით, თერგს კალაპოტში სავარაუდოდ 28 ივნისს დააბრუნებენ

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, მდინარე თერგს, სავარაუდოდ, ხვალ , 28 ივნისს, თავის ძველ კალაპოტში დააბრუნებენ.

სამინისტროს ცნობთ, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მდინარე თერგის კალაპოტი გაჭრან.

სამინისტროს ინფორმაციით, გზის აღდგენას დაახლოებით 14 დღეს დასჭირდება. მდინარეს 800 მეტრის მონაკვეთი აქვს წაღებული.

შ-სს ცნობით, სტიქიის გამო და გზის გადაკეტვის გამო რუსეთის მოქალაქეები დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც რუსეთის 60 მოქალაქე სამშობლოში ვერტმფრენით დააბრუნეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაბრუნებულ მოქალაქეებს საქართველოში ავტომანქანები არ დაუტოვებიათ. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზა სოფელ გველეთამდე კვლავ გადაკეტილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებულისტიქიის დროს მდ. დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდ. თერგის შესართავამდე მიაღწია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი ამოქმედდა. აქ მეწყერი 2014 წლის მაისსა და აგვისტოშიც ჩამოწვა. 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700-მილიმეტრიანი და 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. სტიქიამ 7 ადამინი იმსხვერპლა.

20 აგვისტოსაც დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა იმ ადგილას,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი