ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძე აჭარაში ბრუნდება, სადაც ენმ-ს სიის #1 ნომერი იქნება

26 ივნისი, 2016 • 2916
ლევან ვარშალომიძე აჭარაში ბრუნდება, სადაც ენმ-ს სიის #1 ნომერი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად უკრაინაში მყოფი [იგი უკრაინის ხელისუფლებას აძლევს რჩევებს] ლევან ვარშალომიძე 1 ივლისიდან საქართველოში ბრუნდება და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს, რომელმაც ვარშალომიძესთან და სააკაშვილთან ინტერვიუ ოდესაში ჩაწერა.

ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება.

“პირველი მიზანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა დავასაქმოთ. ჩვენ გვჯერა მოსახლეობის, რომ გვერდზე დაგვიდგება, რადგან მათ ახსოვთ, თუ რას ვაკეთებდით. ყველას ახსოვს, რა რთული სიტუაციიდან დავიწყეთ. 2016 წლიდან უფრო მარტივი იქნება”, – ამბობს ვარშალომიძე.

ვრცლად მის ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი