ახალი ამბები

ევროპარლამენტში გადაიდო კომიტეტის სხოდმა, სადაც საქართველოს სავიზო საკითხზე უნდა ემსჯელათ

26 ივნისი, 2016 • 1409
ევროპარლამენტში გადაიდო კომიტეტის სხოდმა, სადაც საქართველოს სავიზო საკითხზე უნდა ემსჯელათ

ევროპარლამენტში ორშაბათსთვის დაგეგმილი ყველა საკომიტეტო მოსმენა გადაიდო. ამის მიზეზი ბრექსიტია. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, 28 ივნისს გაიმართება საგანგებო პლენარული სხდომა დიდი ბირტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე და იმისათვის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ამ სხდომისთვის მომზადებისათვის დრო მიეცეთ, საკომიტეტო მოსმენები გადადებულია.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისს უნდა განხილულიყო, თუმცა ეს სხდომაც გადადებულია.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხის განხილვა 25 აპრილს დაიწყო.

ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი