ახალი ამბები

მომდევნო 4 ღამის განმავლობაში რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

26 ივნისი, 2016 • 1059
მომდევნო 4 ღამის განმავლობაში რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და-შეღებვის) სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც გადართული იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე”.

“დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი