ახალი ამბები

თბილისში ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნა

25 ივნისი, 2016 • 1073
თბილისში ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნა

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მედლებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა.

ახალგაზრდული ჩემპიონატის საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და სპორტსმენებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერმა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გატარებული დღეები მათთვის დასამახსოვრებელი იქნება.

ტურნირი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. მხარდამჭერები კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი