ახალი ამბები

ონლაინ-პეტიციის მილიონამდე ხელმომწერი UK-ში რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

25 ივნისი, 2016 • 1273
ონლაინ-პეტიციის მილიონამდე ხელმომწერი UK-ში რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

თემთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ონლაინ-პეტიციას გაერთიანებულ სამეფოში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტორთა სიმრავლის გამო გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ვებგვერდი დროებით გაითიშა. საუბარია 800 ათას ხელმომწერზე, რომელმაც თავისი პოზიცია შაბათ დილით უკვე დააფიქსირა.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, თუ რეფერენდუმზე მოცემული ორი პასუხიდან ვერც ერთი მიიღებს 60%-ზე მეტს (75%-იანი აქტივობის პირობებში), კენჭისყრა მეორედ უნდა ჩატარდეს. გარდიანი ინფორმაციით, პეტიციების საკითხს პალატის სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც მომდევნო კვირაში შეიკრიბება. საუბარია იმაზე, ჩათვლის თუ არა პარლამენტი ამ პეტიციაზე მსჯელობას მიზანშეწონილად.

დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩევლების 51.9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი