ახალი ამბები

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახალი პროექტი იწყება

2 თებერვალი, 2012 • 1017
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახალი პროექტი იწყება

საქართველოში პროექტი „განათლების დახმარებით ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ იწყება.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ოფიციალურ ვებ–გვერდზეა აღნიშნული “პროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა სამთავრობო ორგანოებს, ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის,  საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ტრეფიკინგის პრევენციის და უსაფრთხო მიგრაციის დამხმარე მასალების შეტანის თაობაზე, თანამშრომლობის გაძლიერება.”

პროექტის ფარგლებში მოხდება  მოსწავლეების ინფორმირება  როგორ დააღწიონ თავი ტრეფიკინგის ხაფანგებს და როგორ გამოავლინონ მიგრაციის უსაფრთხო გზები. ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ საქართველოში მცხოვრები ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

პროექტის ორგანიზატორები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შვეიცარიის ურთიერთთანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისი (SDC) და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) არიან.

აღნიშნული პროექტი 2011-2012 წლების ადამიანების ტრეფიკინგის პრევენციის სამოქმედო გეგმას ეხმიანება , რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, 2011 წლის მარტში დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი