პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარშში რეკომენდაციების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. მისივე განმარტებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილს პარლამენტი იზიარებს:

” არასათაანდო მოპყრობისა და წამების გამოსაძიელბად აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. ასევე, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის შექმნა, რომელმაც შრომის უსაფრთხოების საქმეზე მონიტორინგი უნდა ჩაატაროს ნებისმიერ დაწესებულებასა და საწარმოში. ასევე არის რეკომენდაციები, რომელიც ეხება სასამართლოში ელექტრონული წარმოების წესის დანერგვას, რათა არ მოხდეს სასმართლოს თავმჯდომარის მხრიდან საქმეების გადანაწილება გარკვეული მეთოდებით,”- აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.