ახალი ამბები

ვოლსკი: ვფიქრობ, ბრიტანეთისთვის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პერიოდი დადგება

24 ივნისი, 2016 • 1159
ვოლსკი: ვფიქრობ, ბრიტანეთისთვის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პერიოდი დადგება

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთს ეკონომიკური პრობლემები ექნება. მისივე აზრით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის დღის წესრიგს არ ცვლის:

“დიდ ბრიტანეთში დიდი ხანია არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირთან ყოფნის საკითხზე, თუმცა რეფერენდუმის შედეგებში ძალიან მცირე განსხვავებაა.  ვფიქრობ, ბრიტანეთისთვის საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პერიოდი დადგება, თუმცა, სავარაუდოდ, 2 წლის განამვლობაში განახორციელებენ იმ ცვლილებებს, რაც ასეთ დროს არის საჭირო. ევროპისთვის არ არის ეს კარგი, საკმაოდ ძლიერი პარტნიორია ბრიტანეთი, თუმცა ეს პარტნიორობა გაგრძელდება. არ მგონია, რომ პოლიტიკური ლანშაფტი, მთავარი სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ასე რომ,  საქართველოსთვის ევროინტეგრაცია პრიორიტეტად რჩება, როგორც უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის თვალსაზრისით მისაღწევი მიზანი,”- აღნიშნავს ვოლსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი