ახალი ამბები

ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ხუთ დაკავებულს გადასცემს

1 თებერვალი, 2012 • • 997
ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას ხუთ დაკავებულს გადასცემს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს ან ხვალ ქართველ სამართალდამცავებს 25 იანვარს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებულ 5 პირს გადასცემს. ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” დაუდასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა.

ინტერნეტ გამოცემა ”კავკაზსკი უზელის” ინფორმაცით, საქართველოს მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ კირბალთან დააკავეს. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მურაზ და დავით თოკაძეებს, ნოდარ მაღალაძეს, შალვა პაპიაშვილსა და მურმან ტატიშვილს საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ. ბოლო ფაქტი 22 იანვარს მოხდა. ამ დღეს დაკავებული 4 პირი ოსმა სამართალდამცავებმა მალევე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი