ახალი ამბები

ტორბიონ იაგლანდი: უნდა გავაგრძელოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ერთად მუშაობა

24 ივნისი, 2016 • 1170
ტორბიონ იაგლანდი: უნდა გავაგრძელოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ერთად მუშაობა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი განცხადებით ეხმაურება გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვით ევროკავშირს დატოვებს გაერთიანებული სამეფო.

“ამ რეფერენდუმის დემოკრატიულ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ამჯერად საუკეთსო გზა ევროკავშირისთვის, მისი საუკეთესო ტრადიციებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ერთად გავაგრძელოთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მუშაობა, რათა საუკეთესო შედეგები მიიღონ როგორც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა, ისე ევროპამ. ახლა ყველა იმაზე უნდა იყოს ფოკუსირებული, თუ რა აერთიანებს ჩვენს, ევროპული ერების ოჯახს – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა,” – განაცხადა იაგლანდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი