ახალი ამბები

რეფერენდუმის შედეგების გამო დევიდ კემერონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

24 ივნისი, 2016 • 1619
რეფერენდუმის შედეგების გამო დევიდ კემერონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც რეფერენდუმში გაიმარჯვეს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მომხრეებმა.

“გარდიანის” ცნობით, კემერონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანელებმა არ გაითვალისწინეს მისი პირადი თხოვნა და არგუმენტები, რომ მხარი დაეჭირათ ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს დარჩენისთვის. დრამატული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მკვეთრად დაეცა ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსი.

“ჩემთვის პატივი იყო, ვყოფილიყავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ექვსი წლის მანძილზე,” – თქვა კემერონმა.

BBC-ის ცნობით, დევიდ კემერონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს.

გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარდა რეფერნდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 72.2%-მა (46.500.001 ადამიანი). მათმა 51.9% ხმა მისცა გაერთიანებული სამეფოს გასვლას ევროკავშირიდან, ხოლო 48.1%-მა – ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი