ახალი ამბები

რეფერენდუმი ბრიტანეთში – უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლა სურს

24 ივნისი, 2016 • 1667
რეფერენდუმი ბრიტანეთში – უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლა სურს

BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში 51.8%-მა ეროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, დარჩენა კი 48,2%-ს სურს.

რეფერენდუმზე 71,8%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ასეთი მაღალი აქტივობა ბრიტანეთში 1992 წლის არჩევნების შემდეგ არ ყოფილა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაუყოვნებლივ არ დატოვებს და ამ ეტაპზe კვლავ წევრი სახელმწიფო იქნება, თუმცა, დაიწყება გასვლის პროცესი.

 

თითქმის 52%-ით გაიმარჯვა ევრკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის კამპანიამ ინგლისისა და უელსსის ხარჯზე, მაშინ, როდესაც ლონდონში, შორლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროკავშირში დარჩენას უფრო მეტმა მისცა ხმა, ვიდრე გასვლას.

ჩრდილოეთ ირლანდიის 56%-მა დარჩენის სასარგებლოდ მისცა ხმა.

შოტლანდიაში ამომრჩეველთა 63% უჭერს მხარს ევროკავშირში დარჩენას.

უელსის 52.5%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი