ახალი ამბები

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა

23 ივნისი, 2016 • 2255
ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე მაია თაბაგარი შეცვალა.

„იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ავრცელებენ განცხადებას, სადაც წინასაარჩევნოდ განხორციელებული ეს საკადრო ცვლილება მათთვის მიუღებელია:

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. “ქრონიკის” თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია “იმედში”,”- აცხადებენ არხის საინფორმაციოს თანამშრომლები.

“იმედის” ” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ცნობილი 20 ივნისს გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი