ახალი ამბები

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი განვითარდა, აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა [ფოტო]

23 ივნისი, 2016 • 5043
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი განვითარდა, აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა [ფოტო]

საქართველოს მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რეჟიმის დაწესება ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა. „დევდორაკიდან“ მიღებული განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ თანამშრომელთა ევაკუაცია.

ამჟამად ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები.

ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა,“- აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ფოტო. 23.06.2016

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი ამოქმედდა. აქ მეწყერი 2014 წლის მაისსა და აგვისტოშიც ჩამოწვა. 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700-მილიმეტრიანი და 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. სტიქიამ 7 ადამინი იმსხვერპლა.

20 აგვისტოსაც დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა იმ ადგილას,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი