ახალი ამბები

გერმანიის კინოთეატრში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა

23 ივნისი, 2016 • 1332
გერმანიის კინოთეატრში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა

გერმანიაში, ფრანკფურტის მახლობლად, ვაინჰაიმში მდებარე კონოთეატრში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, მან კონოთეატრში ცეცხლი გახსნა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

როიტერის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ჯერ იდენტიიცირებული არ არის, მძევლები აიყვანა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა, მოქალაქეები კი არ დაშავებულან.

სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი კინოთეატრში ადგილობრივი დროით 15 საათზე შევიდა.

გერმანიაში მასობრივი სროლები იშვიათია. 2002 წელს თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ერფურტის სკოლაში და 16 ადამიანი, 13 თანამშრომელი, ორი სტუდენტი და პოლიციელი მოკლა. 2009 წელს შტუტგარტის მახლობლად შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 15 ადამიანი მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი