ახალი ამბები

Foreign Policy: ივანიშვილის ლობისტური ძალისხმევის შესახებ ვაშინგტონში

31 იანვარი, 2012 • • 1129
Foreign Policy: ივანიშვილის ლობისტური ძალისხმევის შესახებ ვაშინგტონში

გამოცემა “Foreign Policy” აქვეყნებს სტატიას სათაურით, “კიდევ ერთი ქართული ლობისტური ძალისხმევის შესახებ ვაშინგტონში”, სადაც სტატიის ავტორი ჯოშ როგინი “მილიარდერისა და  წამყვანი ოპოზიციური ფიგურის”, ბიძინა ივანიშვილის ფართო ლობისტურ ძალისხმევას მიმოიხილავს. 

“უამრავი დაიწერა საქართველოს მთავრობის ლობისტურ ძალისხმევაზე ვაშინგტონში, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი ქართველი მილიარდერისა და  წამყვანი ოპოზიციური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ ძალისხმევაზე,” – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში საუბარია ივანიშვილის ღია წერილზე ბარაკ ობამასადმი, რომელიც, როგინის განცხადებით, ლობისტების ძალისხმევით “ვაშინგტონ პოსტ”–ში გამოქვეყნდა.

“ვაშინგტონ პოსტ”–ში გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი პრეზიდენტ ობამას მიმართავს და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელ კოლეგასთან მართავს შეხვედრებს.

„ვარდების რევოლუციიდან“ რვა წლის შემდეგ ჩემი ქვეყანა, სულ რაღაც რამდენიმე წარმატებით, კვლავ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და რეალური დემოკრატიის გზაჯვარედინზეა. პოსტ-რევოლუციურ წლებში მიღწეული პროგრესი ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გაფერმკრთალდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დეფიციტით.”

სტატიაში ჯოშ როგინი აღნიშნავს, სააკაშვილის ლობისტური კომპანიების გარდა (Orion Strategies, the Podesta Group, DLA Piper), ვაშინგტონში ივანიშვილსაც აქვს თავისი ლობისტური ფირმები.

“ივანიშვილი ლობისტურ ფირმა BGR-ს გასული წლის ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად ყოველთვიურად 25 ათასს დოლარს უხდის, ხოლო  BGR-ის თბილისის კონსულტანტს, სემ პატენს – 20 ათასს დოლარს თვიურად. აღნიშნული თანხა გაცემულია ლონდონში დაფუძნებული BGR-Garbara, LTD–ის მიერ.   

ეს უკანასკნელი კომპანია ასევე უხდის  BGR–ს გარკვეულ თანხას, რომ იმუშაოს ირაკლი ალასანიასა და “თავისუფალი დემოკრატების” სახელით.

ივანიშვილი ასევე მუშაობს რობერტ ამსტერდამის შვილთან, სემ ამსტერდამთან, კანადელ ადვოკატთან, რომელიც იცავდა დაკავებულ რუს მაგნატს მიხაილ ხოდორკოვსკის,” – აღნიშნულია  სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი