ახალი ამბებიეკონომიკა

BGEO ჯგუფმა GWP-ის 100% შეისყიდა

23 ივნისი, 2016 • 3889
BGEO ჯგუფმა GWP-ის 100% შეისყიდა

საინვესტიციო კომპანია ბიჯეო ჯგუფი (BGEO) “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მეპატრონე კომპანიის GGU-ს წილების 100%-ის ფლობელი გახდა. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიამ დღეს ოფიციალურად განაცხადა.

ჯგუფი კომპანიის 25%-ს 2014 წლიდან ფლობდა. დარჩენილი 75% კი ჯგუფმა 152.6 მლნ. ლარად შეიძინა. როგორც ბიჯეო ჯგუფის დირექტორი ირაკლი გილაური აცხადებს, კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი შედეგებს მიაღწია; კომპანია მიმზიდველ ბიზნესად იქცა და ჯგუფმაც მიიღო გადაწყვეტილება მის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით.

GWP-ს ინფორმაციით, კომპანიის გადაბარების პროცესი ერთ თვეში დასრულდება.

GGU ამ დროისათვის 287.5 მლნ. ლარად არის შეფასებული და მისი პრივატიზაცია 2008 წელს მოხდა. “ჯორჯოან ვოთერ ენდ ფაუერი” თბილისის, რუსთავისა და მცხეთის, დაალოებით 1.4 მილიონ მოქალაქეს ამარაგებს წყლით. კომპანია ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული “ჟინვალჰესისა” და “თეთრიხევიჰესის” საშუალებით.

BGEO Group PLC არის საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ასევე ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოს ბანკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი