ახალი ამბები

სააკაშვილმა აშშ-ში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ჩაიტანა

30 იანვარი, 2012 • 1203
სააკაშვილმა აშშ-ში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ჩაიტანა

სააკაშვილი აშშ-ში
სააკაშვილი აშშ-ში

აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, დენიელ იოჰანესს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი აჩვენა.

“ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში გავხსნათ ფილიალი რომელიმე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომლის შტაბ–ბინა იქნება ბათუმში. სწორედ ახლა ვაჩვენებდი ამ კორპორაციის დირექტორს ამ პროექტს. შენობის ნახევარი მალე ამოყვანილი იქნება და სექტემბერში გაიხსნება. ეს შენობა იქნება სომბოლო ჩვენი განათლების სისტემაში გარღვევისა და გაუმჯობესების,”-განაცხადა სააკაშვილმა მედიასთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას ანალოგი მსოფლიო მასშტაბით არ ექნება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა პრეზიდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ განათლების სფეროში საქართველომ უკვე მიაღწია პროგრესს, რაც შემდგომი თანამშრომლობის წარმატებას განაპირობებს.

სააკაშვილი აშშ-ში
სააკაშვილი აშშ-ში

მასალების გადაბეჭდვის წესი