ახალი ამბები

ISAF- ის მეთაური თბილისში

30 იანვარი, 2012 • 1410
ISAF- ის მეთაური თბილისში

ჯონ ალენი, წყარო:  ვიკიპედია
ჯონ ალენი, წყარო: ვიკიპედია

30 იანვარს თბილისში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი შეხვედრებს გამართავს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან.

ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს წვლილს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში.  გენერალი, აგრეთვე, მოინახულებს და სიტყვით მიმართავს საქართველოს 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს ბატალიონის მომზადება ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ის ძალების მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე გენერალი ჯონ ალენი მსახურობდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე.

ავღანეთში ISAF-ის მეთაური მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების საშუალებით ხელს უწყობს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, შეამციროს მეამბოხეთა შესაძლებლობები, დაეხმაროს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარებასა და მმართველობის დახვეწას, აგრეთვე, სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარების გამოსწორებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი