ახალი ამბები

პრემიერი: მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება

23 ივნისი, 2016 • 1581
პრემიერი: მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებები შედის – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება, რაც მოიცავს 38 ათას ადამიანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დამატებით 38 ათას ადამიანი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. მისივე თქმით, ამ დასახლებების ნუსხაში თავიდანვე შეყვანა  ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.

„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი