ახალი ამბები

ომბუდსმენი: ვადებთან დაკავშირებული ხარვეზები რუსთავი 2-ის საქმეზე ცალსახაა

23 ივნისი, 2016 • 1121
ომბუდსმენი: ვადებთან დაკავშირებული ხარვეზები რუსთავი 2-ის საქმეზე ცალსახაა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვტილების დასაბუთებული ნაწილი “რუსთავი 2”-ს ვადების დარღვევით მიაწოდა.

“ჩემი აზრით, ეს გარკვეული ხარვეზიც არის და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკეთოს განმარტება, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გვინდა, მოვისმინოთ მეორე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ რეალურად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ვადებთან დაკავშირებით რომ ხარვეზია და რეალურად რაღაც დარღვევები ხდება, ეს, მე მგონი, ცალსახაა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს უჩა ნანუაშვილმა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ  “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მათ ვადაზე ადრე მიაწოდა ამით მხარეს “18 დღე მოჰპარა” .

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამ გზით სასამართლომ “დრო მოიპარა”. გვარამიას თქმით, მათ არ ჩაუბარებიათ ეს გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი