ახალი ამბები

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად კვლავ თამარ ქალდანი აირჩია

22 ივნისი, 2016 • 1591
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად კვლავ თამარ ქალდანი აირჩია

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ორ კანდიდატიდან თამარ ქალდანი აირჩია.

პარლამენტმა ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურა 44 ხმით  ჩააგდო, ხოლო თამარ ქალდანს 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პარლამენტის ეს დადგენილება ძალაში 2 ივლისიდან, მას შემდეგ შევა, რაც მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ქალდანი თანამდებობაზე ყოფნის ვადას ამოწურავს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატად სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, 25 მაისს მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი