ახალი ამბები

მღებრიშვილი ე.წ კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საკითხზე ბრიფინგის გამართვას გეგმავს

22 ივნისი, 2016 • 1285
მღებრიშვილი ე.წ კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საკითხზე ბრიფინგის გამართვას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გივი თარგამაძემ 19 ივნისს განაცხადა, დავთ გერლიანი ოდესიდან საქართველოში 18 ივნისს იქნა დეპორტირებული, თუმცა თბილისის აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ.

მღებრიშვილმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

“სოჩაშია და ირუჯება. 2 საათზე იქნება ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, გეპატიჟებით და მობრძანდით, იქ გაიგებთ ყველაფერს დეტალურად,”-  განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი თარგამაძის ინფორმაციით, დავით გერლიანმა ისე მოახერხა თვითმფრინავისა და აეროპორტის დატოვება, რომ არც კი შეუფერხებიათ. თარგამაძის თქმით, გერლიანი დღესდღეობით  საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი