ახალი ამბები

ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს საკითხს 27 ივნისს განიხილავენ

21 ივნისი, 2016 • 1156
ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს საკითხს 27 ივნისს განიხილავენ

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისს განიხილავენ.

კომიტეტის დღის წესრიგის სამუშაო ვერსიის მიხედვით,  კომიტეტის სხდომა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო საქართველოს საკითხს თბილისის დროით 19:00 საათზე შეეხებიან.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხის განხილვა 25 აპრილს დაიწყო.

ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი