ახალი ამბები

სტამბულში ტრანსგენდერთა უფლებების დამცველების აქცია პოლიციამ რეზინის ტყვიებით დაშალა

20 ივნისი, 2016 • 1807
სტამბულში ტრანსგენდერთა უფლებების დამცველების აქცია პოლიციამ რეზინის ტყვიებით დაშალა

პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია სტამბულში შეკრებილი ტრანსგენდერთა უფლებების დამცველები მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ გეიპრაიდის ჩატარების უფლება აქტივისტებს არ მისცა.

შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ გარს შემოარტყა და დაშალა, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთმა კაცმა სავარადუდო დახია აქტივისტების ბანერი, წერს BBC.

თურქეთის მედია Daily Sabah აცხადებს, რომ სტამბულის თვითმმართველობის ხელძღვანელობა არ აძლევს პრაიდის ჩატარების უფლებას, რომ შეიკრიბონ ტაქსიმის მოედანზე, რომელიც არის მთავარი ადგილი აქციების ჩასატარებლად.

Daily Sabah წერს, რომ მთავრობა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კრძალავს 19-დან 26 ივნისამდე აქციების ჩატარებას. მედიის ცნობით, მთავრობამ გეიპრაიდის ორგანიზატორებს ტაქსიმის მოედნის გარდა სხვა ადგილი შესთავაზა პრაიდის ჩასატარებლად.

პრაიდის ორგანიზატორებმა BBC-ის განუცხადეს, რომ მისი აკრძალვა არის თურქეთის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. ისინი ამბობენ, რომ ქალაქის ხელძღვანელობა ვერ ასრულეს თავის მოვალეობას, დაიცვან ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება.

BBC-ის ცნობით, ულტრანაციონალისტური ჯგუფები აცხადებენ, რომ თუ ჩატარდება გეიპრაიდი, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩაშალონ.

ტრანსგენდერთა უფლებების აქტივისტები მას შემდეგ დაშალეს, რაც სტამბულის ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში 20-მდე ადამიანი შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. ხალხი იქ ბრიტანული ჯგუფის, “რადიოჰედის” ახალ ალბომს უსმენდა, რაც თავდამსხმელების აზრით, მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში ასეთი რამ არ შეიძლება.

თურქეთის პოლიციამ გასულ წელსაც, არ მისცა საშუალება ლგბტ აქტივისტებს, რომ შეკრებილიყვნენ ტაქსიმის მოედანზე და გეიპრაიდი აღენიშნათ. გასულ წელს, მთავრობა აცხადებდა, რომ რამადანის პერიოდში პრაიდის ჩატარება არ შეიძლებოდა.

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

თურქეთის პოლიცია იყენებს რეზინის ტყვიებს ტრანსგენდერთა უფლებების აქტივისტების დასაშლელად. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

თურქეთის პოლიციამ დააკავა ტრანსგენდერთა უფლებების აქტივისტი სტამბულში. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

თურქეთის პოლიციამ დააკავა ტრანსგენდერთა უფლებების აქტივისტი სტამბულში. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/SEDAT SUNA

თურქეთის პოლიცია შლის ტრანსგენდერთა უფლებების აქტივისტებს, სტამბულში. 19.06.2016 © EPA/CEM TURKEL

სტამბულში ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა სიამაყის კვირის ფარგლებში აქცია გამართეს. 19.06.2016 © EPA/CEM TURKEL

მასალების გადაბეჭდვის წესი