ახალი ამბები

ნაცინალურმა მოძრაობამ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

18 ივნისი, 2016 • 1263
ნაცინალურმა მოძრაობამ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს, 18 ივნისს, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.

წარდგენას დაესწრნენ პარტიის წევრები: დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი.

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე წარადგინა რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები. მათ შორის, ნახიონალური მოძრაობის ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატია გოგი ჩიკვილაძე, საჩხერეში –  ზურაბ ცერცვაძე, რუსთავში – დავით კირკიტაძე,  ვაკე 3 (ვაჟა ფშაველა – ნუცუბიძის) ოლქში – პეტრე ცისკარიშვილი, ბოლნისში – სამირა ისმაილოვა, მარნეულში – აზერ სულეიმანოვი და ახმედ იმამკულიევი, ასპინძასა და ბორჯომში – ტარიელ ლონდარიძე, ახალციხეში – ვაჟა ჩიტიშვილი, ვაკეში – ელენე ხოშტარია, გურჯაანში – გიორგი ღვინიაშვილი, თელავში – გიორგი ბოტკოველი, საჩხერეში – ზურაბ ცერცვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი